წელს საქართველოში $24.85 მილიონის ცოცხალი ღორი და $56.9 მილიონის ღორის ხორცი შემოვიდა

წელს საქართველოში $24.85 მილიონის ცოცხალი ღორი და $56.9 მილიონის ღორის ხორცი შემოვიდა
საქართველოში ხორცის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, 2022 წელს ის 6%-ით გაიზარდა, ხოლო 2017-2022 წლებში საშუალოდ 1.8%-ით იზრდებოდა.
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება ღორის ხორცის მოხმარება და იმპორტიც, სტატისტიკის მიხედვით თუ 2022 წელს საქართველოში 21.5 მლნ დოლარის ცოცხალი ღორის და 44 მლნ დოლარის ღორის ხორცის (ახალი, გაციებული ან გაყინული) იმპორტი განხორციელდა მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემები უკვე მზარდია.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 24.85 მლნ დოლარის ცოცხალი ღორი და 56.9 მლნ დოლარის ღორის ხორცი (ახალი, გაციებული ან გაყინული) შემოვიდა.
ყველაზე მეტი ღირებულების ცოცხალი ღორი ქვეყანაში ოქტომბერში შემოვიდა (3.1 მლნ დოლარი), ყველაზე ნაკლები კი თებერვალში (1.3 მლნ დოლარის). რაც შეეხება ღორის ხორცს, ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქტი ქვეყანაში მაისში (7.9 მლნ დოლარის) შემოვიდა, ყველაზე ნაკლები კი იანვარში (3.5 მლნ დოლარის).
აღსანიშნავია, რომ ხორცის იმპორტი საქართველოში ძირითადად ბრაზილიიდან და ჩინეთიდან ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ