წელს საქართველოში ელექტრომობილების 300 დამტენი ამუშავდება – რას გეგმავს „და-ტენე“?

მზის ელექტროსადგურების კომპანია Green Energy ელექტრომობილების სერვისების მიმართულებით ფართოვდება და საქართველოში ელექტროავტობილების დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარებას გეგმავს.
როგორც BMG-ის Green Energy-ის დამფუძნებელმა, დავით შვანგირაძემ განუცხადა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება Green Energy-ის შვილობილი კომპანია „და-ტენე“. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით 300 სწრაფი დამტენი მოემსახურება ელექტრომობილის მფლობელებს, რისთვისაც 1.3 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდება. მომავალ წელს კი დამტენების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.