წელს საქართველოს საზღვარზე, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი გამოვლინდა

მიმდინარე წელს, საქართველოს საზღვრზე, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს.
მათივე ცნობით, გასულ წელს კი სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 852 შემთხვევა დაფიქსირდა.
„2024 წლის 1-ელი იანვრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 318 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის განმავლობაში 852 შემთხვევა აღირიცხა. აღნიშნული ფაქტების შემთხვევაში საქონელი გაბრუნდა უკან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სანქციების გვერდის ავლის მცდელობისას, აგრეთვე დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,“ – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს