წელს საქართველოს რკინიგზით შემოტანილი ტვირთების უმეტესობა რუსული იყო

2024 წლის II კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 2.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 11.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 27.7 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 61.2 პროცენტი – ტრანზიტზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 72.7 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 27.3 პროცენტი კი – ქვეყნიდან გატანილზე.
2024 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 38.4 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ს ფედერაცია წარმოადგენდა (ისევე როგორც წლის პირველ კვარტალში), 28.1 პროცენტის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 33.5 პროცენტი).
2024 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.6 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 10.9 პროცენტის – ყაზახეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 77.5 პროცენტი).
2024 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 19.5 პროცენტი – ნიდერლანდები, 8.9 პროცენტი – თურქეთი, 6.7 პროცენტი – ჩინეთი, 3.5 პროცენტი – იტალია, 3.5 პროცენტი – , 2.2 პროცენტი – , 1.5 პროცენტი – რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 7.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.0 პროცენტისას – ჩინეთი, 1.4 პროცენტისას – აშშ, 1.2 პროცენტისას – თურქეთი, 1.1 პროცენტისას – საბერძნეთი, 1.1 პროცენტისას – ესპანეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.