Galt & Taggart-ი, წელს საქართველოს ეკონომიკის 7.5%-იან ზრდას ელის, 2026 წლისთვის კი პროგნოზი 6%-ია.
საინვესტიციო ბანკი მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულად მაღალ, 5.6 მილიარდი დოლარის ნიშნულზეა, რაც განპირობებული იყო ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო შესყიდვებით და ოქროს ფასის ზრდით.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნული ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს და მოლოდინია, რომ ლარი 2026 წელსაც სტაბილური დარჩება.




