2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 8 238.2 ათასი დოლარის ღირებულების 7 683.7 ტონა რძე იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5 938.6 ათასი დოლარის ღირებულების 5 177.5 ტონა რძე. შესაბამისად ღირებულებით ნაწილში რძის იმპორტი 39%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობის მიხედვით ზრდა 48%-ის დონეზეა.
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში აზერბაიჯანია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით რძე იყიდა:
· აზერბაიჯანი – 3 367.9 ტონა – 2 880.7 ათასი დოლარი;
· პოლონეთი – 1 076.7 ტონა – 1 139.3 ათასი დოლარი;
· ბელარუსი – 967.8 ტონა – 826.1 ათასი დოლარი;
· რუსეთი – 919.5 ტონა – 1 156.8 ათასი დოლარი;
· თურქეთი – 459.5 ტონა – 418.7 ათასი დოლარი;
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით რძე და ნაღები (შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე) საქართველომ 2024 წელს იყიდა – 14 663.1 ტონა, რაშიც 16 668.3 ათასი დოლარი გადაიხადა.
businessinsider.ge
