წელს პირველ 4 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 59%-ით შემცირდა, – ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა.
რუსეთში ღვინის ექსპორტის 59%-ით შემცირება ძირითადად 2024 წლის დასაწყისში დაფიქსირებულმა მაღალმა ექსპორტმა განაპირობა, თუმცა კლებაა 2023 და 2019 წლებთან შედარებითაც.
იანვარ-აპრილში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 56% იყო. შემდეგ მოდის ევროკავშირი 17% და ყაზახეთი 5%-ით.
