წელს პირველად საქართველოში ნორდიკული ფესტივალი გაიმართა

საქართველოში წელს პირველად ნორდიკული ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ურბანიზმის, ინოვაციების, აქტიური მოქალაქეობის, ტექნოლოგიების და მრავალი სხვა საკითხების მიმართ სკანდინავიური ქვეყნების ხედვა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ გასცნობოდნენ ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და დანიის კულტურას, ლიტერატურას, ინოვაციებს. ფესტივალის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა პირადად შეხვედროდა სკანდინავიური ქვეყნების ელჩებს.
ნორდიკული ქვეყნები დიპლომატიური მისიებით მრავალი წელია რას საქართველოში არიან წარმოდგენილი. შვედეთმა 2010 წელს გახსნა პირველი საელჩო, ნორვეგიამ 2019 წელს, ხოლო მ 2022 წელს.
ნორდიკულ დღეებზე ასევე წარმოდგენილი იყო კერძო სექტორი, რომელიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულია სკანდინავიურ ქვეყნებთან. ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი იყო ნორვეგიული Clean Energy Invest რომელიც Tata Power-თან ერთად ფლობს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ ენერგო კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯიას“.
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სატიშ ბჰატმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალის ფარგლებში გამართულ კორპორაციული მდგრადობის საპანელო დისკუსიაში, სადაც ისაუბრა მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე, მიღწევებზე და იმ საქმიანობაზე რასაც კომპანია ამ მიმართულებით ახორციელებს. „აჭარისწყალი ჯორჯია“ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრია და მდგრადი განვითარება კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ