წელს თბილისობა 20-21 სექტემბერს გაიმართება

წელს მერია აპირებს “თბილისობა” ოქტომბრის ნაცვლად, 20 და 21 სექტემბერს გამართოს. როგორც მერიის პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, თარიღის ცვლილების მიზეზი დაგეგმილი თვითმმართველობის ა, რომელიც ქვეყანაში 4 ოქტომბერს იმართება.
თბილისის მერია “თბილისობაზე” 3 439 500 ლარის დახარჯვას გეგმავს. გამარტივებულ შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა. აღსანიშნავია, რომ “თბილისობის” ღონისძიება ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და რიყის პარკში ჩატარდება.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, ინსტალაციები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, სადღესასწაულო ხეივანი, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები. ასევე გაიმართება სხვადასხვა ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები და თეატრალური წარმოდგენები.
გამარტივებული შესყიდვის მიზეზად მერია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარებას ასახელებს.
ვრცლად bm.ge – ზე