წელს ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტი 837 000 ლარით გაიზარდა

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა დაფინანსებას პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან იღებს. მთლიანად პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება 86.6 მილიონი ლარია, საიდანაც ეროვნული ბიბლიოთეკა 12.8 მლნ ლარით ფინანსდება.
თანხა 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 837 000 ლარით გაიზარდა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში 445 დასაქმებულია, რომელთა სახელფასო ხარჯიც 8.7 მლნ ლარია, ამასთან ბიბლიოთეკაში სახელფასო მატება 2024 წელს 861 000 ლარს შეადგენს.