წაქცეულ დიმიტრი ჩიქოვანს 5 კაცი ცემს [VIDEO]

🔴 This footage shows five men assaulting a member of the UNM, Dimitri Chikovani
📹 TV Pirveli#GDViolence #GD #GeorgianDream #Tbilisi #Georgia pic.twitter.com/wuwcLtrhsr— Tabula Media (@Tabula_Media) May 8, 2024
TV პირველმა გაავრცელა სამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ უსწორდება 5 უცნობი პირი ფიზიკურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს.
კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად ჩიქოვანს ორი პირი ჩაუსაფრდა და მოულოდნელად თავს დაესხა. როდესაც ის წააქციეს, მის საცემად კიდევ სამი პირი მივიდა.
აქამდე ჩიქოვანმა თქვა, რომ თავდასხმის დროს ის საკუთარ სახლთან, მარტო იმყოფებოდა.
“არ შეგვეშინდეს, ვერ მოგვერევიან, ესენი არიან ლაჩრები, ესენი არიან მშიშრები, ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ, ეს არის რუსული მეთოდები” – თქვა ჩიქოვანმა TV პირველთან.
აღსანიშნავია, რომ 2 კვირის წინ წინ პრემიერმინისტრმა მ დიმიტრი ჩიქოვანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
“კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული ადამიანები, ასეულობით ასეთი ადამიანია, რომლებიც დგანან ამ აქციებზე, დაახლოებით ნახევარზე მეტი ამ აქციების მონაწილეების არიან დაფინანსებული ადამიანები, ენჯეოების, კეზერაშვილის, თუ ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ადამიანები, რა თქმა უნდა, იქ გულწრფელი ადამიანებიც არიან.
ახალგაზრდების ნაწილიც არის პირდაპირ დიმა ჩიქოვანის მიერ დაფინანსებული. კონკრეტული ორგანიზაციები, იცით თქვენც, რომლებიც ფინანსდება. დიმა ჩიქოვანი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა არის იგორ ნარმანია, რომელიც არის დიმა ჩიქოვანის ერთ-ერთი ხელდასმული ახალგაზრდა, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი და მას უწოდებენ გულწრფელ ახალგაზრდას” – თქვა მ 23 აპრილს.

ვიდეო