წაქცეულია ხეები, ქვიშა-ღორღმა დაფარა სასეირნო ბილიკები | ბათუმში უამინდობამ ახალი ბულვარის სანაპირო დააზიანა

წაქცეულია ხეები, ქვიშა-ღორღმა დაფარა სასეირნო ბილიკები | ბათუმში უამინდობამ ახალი ბულვარის სანაპირო დააზიანა
ბათუმში უამინდობამ ახალი ბულვარის სანაპირო დააზიანა, – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა TV25 ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შტორმის შედეგად, წაქცეულია ხეები, ქვიშა-ღორღმა დაფარა სასეირნო ბილიკები. ძლიერი წვიმის და ქარის გამო, ინერტული მასით დაიფარა პრომინადის მონაკვეთი.

გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე მობილიზებული სპეცტექნიკა ახორციელებს. მერიის ინფორმაციით, ქალაქში ძლიერ წვიმას მნიშვნელოვანი შეფერხებები არ გამოუწვევია.