,,წარუმატებელი იქნება რევოლუციის მეხუთე მცდელობაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც” –

ირაკლი მ საზმაუზე განაცხადა:
,,ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. დღესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება. მე მგონი, არჩევანის გაკეთება არის მარტივი, ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის მომგებიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა, რომ ამით რაღაცნაირად მეხუთედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება, მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება. როგორი წარუმატებელიც იყო წინა მცდელობა, ასეთივე წარუმატებელი იქნება მეხუთე მცდელობაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაშიც. მეორე მხრივ, მოხდება რა, რომ ერთადერთი ხელშესახები სარგებელი, რაც მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ ევროინტეგრაციის პროცესიდან ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ არ უწევს რიგში დგომა და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან ქართულ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში სავაჭროც არაფერი დარჩებათ. რეალურად გადააგდებენ ბოლო სავაჭრო კარტს და ვერ მიიღებენ ვერავითარ შედეგს. თუ შედეგი ასეა გათვლილი, რომ უნდათ ამ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის ნუ ექნება“

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში