“წარსულში ჩემი პირადი ცხოვრების გამო საქართველოს შესახებ საუბარი რთულია, მაგრამ…” – ლიზა იასკო

“რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩის მიზ­ნით პირ­ველ პლატ­ფორ­მად გა­მო­ი­ყე­ნა, – ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში (PACE) სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ დე­ბა­ტებ­ზე ელი­ზა­ვე­ტა (ლიზა) იას­კომ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.
მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის­გან თით­ქმის არა­ფე­რი დარ­ჩა, რაც “ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია“.
“წარ­სულ­ში ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი რთუ­ლია. მაგ­რამ, თუ მე დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ბედი მარ­თლა მა­დარ­დებს, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ უნდა ვი­სა­უბ­რო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გო­რი მტკივ­ნე­უ­ლიც არ უნდა იყოს ეს ჩემ­თვის. პო­ლი­ტი­კუ­რად არა­ვის დაც­ვა მსურს, მაგ­რამ უნდა ვი­სა­უბ­რო რო­გორც ახალ­გაზ­რდა უკ­რა­ი­ნელ­მა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ლა­მა­ზი ევ­რო­პუ­ლი გზა იხი­ლა, რაც უკ­რა­ი­ნა­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევ­და.
თუმ­ცა, თუ იმას შევ­ხე­დავთ, რაც დღეს ამ ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის­გან დარ­ჩა, და­ვი­ნა­ხავთ, რომ თით­ქმის არა­ფე­რი. ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. პა­სუ­ხებს უნდა ვე­ძებ­დეთ, თუ რა­ტომ მოხ­და ეს. მჯე­რა ერთი პა­სუ­ხი ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ერ ინ­სტი­ტუ­ტებს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს, ხოლო მე­ო­რე პა­სუ­ხი რუ­სე­თია. რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩის მიზ­ნით პირ­ველ პლატ­ფორ­მად გა­მო­ი­ყე­ნა, რათა ევ­რო­პის სიყ­ვა­რუ­ლი ერ­თმა­ნე­თის სი­ძულ­ვი­ლი­თა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ით ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა. ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია და მე ეს პი­რა­დად გა­მოვ­ცა­დე. საქ­მე პო­ლი­ტი­კურ კავ­ში­რებს არ ეხე­ბა.
საქ­მე მო­მა­ვალ­შია და მინ­და ქარ­თვე­ლებს ვუ­სურ­ვო, რომ ერ­თო­ბის­თვის ძალა იპო­ვონ, წარ­სუ­ლი და­ი­ვი­წყონ და მო­მა­ვალ­ზე იფიქ­რონ“, – გა­ნა­ცხა­და იას­კომ.