წარსულში მიხეილ სააკაშვილის პირადი “ლეღვის ფოთოლი” პოლიტიკური ანგარიშსწორებებით იმუქრება – მამუკა ხაზარაძეზე

წარსულში მიხეილ სააკაშვილის პირადი “ლეღვის ფოთოლი” პოლიტიკური ანგარიშსწორებებით იმუქრება – მამუკა ხაზარაძეზე
“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც “ლელოს” ლიდერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა, კი მოსკოვში იქნება და ეს მისი [ხაზარაძის] პოლიტიკური გზავნილია, სოციალურ ქსელში აფასებს. ქადაგიძის განცხადებით, ერთადერთი, რისი განხორციელებაც მამუკა ხაზარაძემ შეძლო, ანაკლიის პორტის პროექტი იყო და ბოლოს ისიც ჩააგდო.
“აწ უკვე, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფლაგმანი და წარსულში მიხეილ სააკაშვილის პირადი “ლეღვის ფოთოლი”, რომელმაც პროკურორობა შეითავსა, პოლიტიკური ანგარიშსწორებებით იმუქრება, ოღონდ ხელისუფლებაში როდესაც მოვალთო… როგორც ყველანაირი ხისგან სალამური არ გამოითლება, ისე ჩარჩისგან პოლიტიკოსი არ გამოდის… 2012 წლის შემდეგ, ერთადერთი პროექტი, რაც საკუთარი ძალებით შეეძლო განეხორციელებინა -“ანაკლიის პორტი” იყო და ისიც ჩააგდო, ხოლო ის მითები, რასაც ამ საცოდავის პიარ-ჯგუფი ასაღებს, რომ პატიოსანი შრომითა და ჯაფით იშოვა ფული, იგივე თაღლითობებიდანაა, როდესაც სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებული ბიზნესმენები უმწიკვლო რეპუტაციით აგროვებდნენ კაპიტალს… ასე, რომ ის დამპალი ნიადაგი, საიდანაც შენ და შენი რჯულის პოლიტიკოსები ხართ აღმოცენებული, ნეშომპალობისთვისაა განწირული… ჰო და თუ მაინც აპირებ მოსვლას, ხელები მაგრად ჩაჰკიდეთ ერთმანეთს ლელოში, “რაზგონზე” რაიმეს არ წამოასკდეთ…” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის