განსხვავებით წინა გაშვებისგან, რომელიც აპრილში შესრულდა, ბუსტერი წარმატებით დაშორდა ხომალდს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ოკეანის თავზე ორივე აფეთქდა — „წარმოუდგენლად წარმატებული დღეა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგად სწრაფი დაუგეგმავი Super Heavy Booster-ისა და ხომალდის დაშლა მივიღეთ“.
აქ ყველაზე დიდ რაკეტაზე ვსაუბრობთ, რაც კი ოდესმე აგებულა. ზუსტად იმაზე, რომელზეც ილონ მასკი იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც მარსის კოლონიზაციისთვის გამოიყენებს. თუმცა ფაქტია, იგი კომპანიის Starbase-დან ტეხასში ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე აფეთქდა. მართალია, წინა მცდელობაც აფეთქებით დასრულდა, მაგრამ ისტორიაში პირველ წარმატებულ სატესტო ფრენად ჩაიწერა. ახლა კი ბილ ნელსონმა, NASA-ს კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელიც Starship-ის მოდიფიცირებულ ვერსიას ელოდება, რათა ადამიანები მთვარეზე წაიყვანოს, განაცხადა, რომ შაბათის მცდელობამ დიდი პროგრესი აჩვენა.
„ვულოცავ გუნდს, რომელმაც სატესტო ფრენაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. კოსმოსური ფრენა თამამი თავგადასავალია, რომელიც გაბედულ ინოვაციებს მოიცავს. დღევანდელი სატესტო ფრენა არის შესაძლებლობა, ისწავლო, შემდეგ კი ისევ გაფრინდე“, — აცხადებს ნელსონი.
ხოლო მას შემდეგ, რაც ბუსტერი აფეთქდა, ზედა ნაწილმა დედამიწის გარშემო „ნახევრად მოგზაურობა“ დაიწყო, დაგეგმილი იყო, რომ ჰავაისთან ახლოს, წყნარ ოკეანეში გაშვებიდან 90 წუთში უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ ეს უფრო ადრე მოხდა. Starship-ისთვის კი ახლა hot staging-ის მეთოდი ჰქონდათ გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედა ძრავები ირთვება, როცა იგი კვლავ ბუსტერზეა მიმაგრებული… ვენტილაციის სისტემებიც გაუმჯობესებული იყო, რათა აფეთქების შანსები შეემცირებინათ…
საინტერესოა ისიც, რომ პირველმა მცდელობამ დიდად დააზიანა კომპანიის გამშვები პუნქტი, ამიტომ ახლა იგი მაღალი სიმტკიცის მქონე ბეტონითაც გაამაგრეს და სისტემით, რომელიც ტონობით წყალს ასხამს, რათა გაშვების შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი სითბოსგან დაიცვას იგი.
ხოლო, როცა Starship-ის ორივე ნაწილი გაერთიანებულია, რაკეტის სიმაღლე 121 მეტრია. მისი Super Heavy Booster კი 74.3 მეგანიუტონ ბიძგს ქმნის, რაც თითქმის ორჯერ მეტია მსოფლიოში მეორე ყველაზე მძლავრ რაკეტაზე, ვგულისხმობთ NASA-ს Space Launch System-ს (SLS), რომელიც უკვე სრულად ფუნქციონირებს. ორივე სისტემა მრავალჯერადად გამოყენებისთვისაა შექმნილი, რაც SpaceX-ის დიზაინის მთავარი ელემენტია, რათა ასე ხარჯები შეამცირონ.
რაც შეეხება აფეთქებებს, SpaceX-ის მტკიცებით, ეს რაკეტების განვითარების საწყის ეტაპზე ნორმალური ამბავია, რადგან ეს ეხმარებათ, იმაზე უფრო სწრაფად გაიგონ არჩეული დიზაინის ეფექტურობის შესახებ, ვიდრე ამას სახმელეთო ტესტები მიაწვდის მათ. მიუხედავად ამისა, დრო იწურება — Starship 2025 წლისთვის მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ მთვარეზე დაგეგმილი გაშვება შესრულდეს.
US Federal Aviation Administration კი გამოძიებას იწყებს, რათა დაადგინოს ის ქმედებები, რომლებსაც თავი უნდა აარიდონ, რათა ეს განმეორებით აღარ მოხდეს…