წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 41 ხმით, 6-ის წინააღმდეგ მიიღო „MEGOBARI აქტი“.
ინფორმაციას ამის შესახებ Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
BREAKING!!!! Congressional Foreign Affairs Committee just passed the MEGOBARI ACT, clearing the way for full House vote in the coming days 🇬🇪🇬🇪🇬🇪 https://t.co/3h7Gl5Ngym — Alex Raufoglu (@ralakbar) July 11, 2024
კომიტეტში მხარდაჭერის შემდეგ, კანონპროექტს კენჭი ეყრება წარმომადგენელთა პალატაში.
„MEGOBARI აქტი“, რომლის ავტორია რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი, ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერებისა და მთავრობის წევრების სანქცირებას, ისევე როგორც ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისი ამოქმედებიდან 60 დღეში სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გამოავლინოს საკვანძო ფიგურები საქართველოს მთავრობაში ან მუშაობენ მისთვის ან/და მთავრობის ქმედებებზე აქვთ გავლენა და ატარებენ პასუხისმგებლობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაზე.
გარდა აღნიშნული პირების იდენტიფიცირებისა, კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოამზადოს ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლაზე საქართველოში, ასევე- შეისწავლოს რუსული გავლენა ქვეყანაში:
მეორე მხრივ, კანონპროექტის მიხედვით, თუ საქართველო ძირითად პოლიტიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გახსნაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა