წარმოიდგინეთ, ჩართულები ვართ რუსეთ-უკრაინის ომში, მხოლოდ ჩვენი შვილები მიჰყავთ ომში, ლომჯარიებს, უსუფაშვილებს, გიგაურებს ექნებათ ჯავშანი- ანუ, თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ

წარმოიდგინეთ, ჩართულები ვართ რუსეთ-უკრაინის ომში, მხოლოდ ჩვენი შვილები მიჰყავთ ომში, ლომჯარიებს, უსუფაშვილებს, გიგაურებს ექნებათ ჯავშანი- ანუ, თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა.
მისი თქმით, თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ, ჩვენი შვილები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მაშველები მხოლოდ საზარბაზნე ხორცია.
“ერთი წუთით წარმოიდგინეთ, (ღმერთმა დაგვიფაროს) ჩართულები ვართ რუსეთ-უკრაინის ომში, მიდის ახალგაზრდების მობილიზაცია, მხოლოდ ჩვენი შვილები მიჰყავთ ომში, ლომჯარიებს, უსუფაშვილებს, გიგაურებს ექნებათ ჯავშანი ანუ თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ, (აგენტურას როგორ გაწირავენ) ჩვენი შვილები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მაშველები მხოლოდ საზარბაზნე ხორცია, უცხოელი პატრონებისგან არ მიკვირს, მაგრამ ამ ჩვენი არასამთავროების გაყიდულ წარმომადგენლებს ნუთუ სინდისი არ შეაწუხებს სხვისი შვილების სისხლის კალო რომ დადგება ქვეყანაში, თუმცა ლომჯარიებს სად აქვთ სინდისი, როცა საქართველოს ცაზე ბომბების წვიმას ნატრულობენ. წარმოუდგენელია ის, რაც დღეს ში ხდება, ამ სცენარს ამზადებენ ჩვენთვისაც, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, არავის უნდა მივცეთ უფლება დაეპატრონოს ჩვენს ქვეყანას.”- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
Previous: დასავლელ პარტნიორებს შორის ბევრს ექნება სურვილი, არ ცნოს 26 ოქტომბრის ს შედეგი, მაგრამ არჩევნების მაღალი სტანდარტი მათ ამის შანსს არ დაუტოვებს

ასევე დაგაინტერესებთ

მადლობას ვუხდით ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს

მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე