„წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტიკურობას“ – ურბანული განვითარების ინსტიტუტი ბახმაროში „ორბის“ პროექტზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ ბახმაროში „ორბი“ ჯგუფის მიერ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს აკრიტიკებს. ორგანიზაციის განცხადებით, პროექტის ამ სახით განხორციელება დააზიანებს კურორტის მდგრადი განვითარების მიზნებს და მის მიმართ უცხოელი ტურისტების ინტერესს შეამცირებს.
„ბახმაროში „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.
მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს და მეორეს მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბახმაროს მდგრადი განვითარებისთვის.
წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტიკურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას.
კომპლექსი სრულად არის ამოვარდნილი გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან.
ქალაქგეგმარებითი კუთხით კრიტიკულად მცდარია გადაწყვეტები და არ ითვალისწინებს მთელ რიგ გამოწვევებს რომელიც ამ მოცულობას მოჰყვება.
კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან.
ურბანული დიზაინის კუთხით, აუცილებელია გარკვეული ინტერვალით იცვლებოდეს ფასადის ელემენტები.
კომპლექსი მისი სიგრძის მონაკვეთში სრულად აქრობს ადამიანისთვის მთის ხედის აღქმას.
არსებობს თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რადგან ეს უზარმაზარი ბეტონის ფარდა, ჰაერის მასებს ცირკულაციაში ხელს შეუშლის.
ყველა მშენებლობა განვითარებას არ ნიშნავს. ეს მშენებლობა დიდ საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს განვითარებას.
ყველა ინვესტიცია ეკონომიკისთვის სასარგებლო არა, თუ მას არ მოჰყვება გააზრებული გადაწყვეტილებები. ამის ნათელი მაგალითია გუდაური და ბაკურიანი.მიზანშეწონილად მიგვაჩნია: ხელისუფლებამ გაითვალისწინოს სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების პოზიცია.
პროცესები დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე.
გამოცხადდეს ღია კონკურსი აღნიშნული ტერიტორიის განვითარებისა და განაშენიანების გეგმის მოსამზადებლად“, – აღნიშნავენ ურბანული განვითარების ინსტიტუტში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა