საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ RMC Sport-თან ინტერვიუში პსჟ-ს შესახებ ისაუბრა.
პეტის თქმით, ლუის ენრიკეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, უბრალოდ “ლივერპულთან” მატჩის ბედი ალისონ ბეკერმა გადაწყვიტა.
“ალისონმა უბრალოდ წარმოუდგენლად ითამაშა, მთელი შეხვედრის განმავლობაში ცეცხლი ეკიდა. რომ არა მისი საოცარი მოგერიებები… არასდროს მინახავს “ლივერპული” მეტოქეს ასე დაეჩაგრა, როგორც ეს პსჟ-მ მოახერხა.
მოდით, ასე ვიტყვი, წარმოდგენა არ გაქვთ, ლუის ენრიკეს პსჟ რამდენად მაგარი გუნდია.
ალისონს რომ საშუალო დონის შეხვედრა ჩაეტარებინა, “ლივერპული” 4 გოლს გაუშვებდა. ბრაზილიელმა ბრწყინვალედ ითამაშა”, – განაცხადა პეტიმ.
შეგახსენებთ, გამოცდილმა
კარის დარაჯმა ინგლისურ გუნდთან 9 მოგერიება შეასრულა.
