“წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა ჩემს გულში?!. ჩემი მეუღლე ჩუმად იყო და ბოლოს…” – რას ჰყვება ნიკა კვეკვესკირის დედა

საბერძნეთის ნაკრების კარში გადამწყვეტი პენალტის ზუსტად შემსრულებელი ნიკა კვეკვესკირის დედამ, ნანა გერგაიამ, რადიო “ათინათთან” საუბარში ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ დაუფლებული ემოციები გაიხსენა.
“ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. ვესწრებოდი ამ თამაშს და ისეთი საოცარი გარემო იყო, ისეთი გულშემატკივრობა… ბიჭებმაც ბოლომდე, 120 წუთი იბრძოლეს და შრომა დაუფასდათ. არ შემიძლია არ ვთქვა გიორგი მამარდაშვილის შესახებ, რომელმაც პირველი პენალტი აიღო და ამით დამატებითი სტიმული მისცა ბიჭებს.
“ნიკას გოლი იყო გადამწყვეტი და საოცარი შეგრძნება ჩემთვის, როგორც დედისთვის. ყველა გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი, აუხსნელი წამები იყო, მაგრამ დედისთვის, წარმოგიდენიათ,
ალბათ, რა ხდებოდა ჩემს გულში. ჩემი მეუღლე მდუმარედ იყო მთელი თამაში და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა.
მატჩის შემდეგ ნიკა ვნახეთ და უსიტყვოდ გადავკოცნეთ ერთმანეთი, ასე მივულოცეთ ერთმანეთს გამარჯვება”, – თქვა გერგაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში