წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ აქვთ დასამალი, რომ ოღონდ ეგ არ გასაჯაროვდეს და პრემიერსაც კი ემუქრებიან?!

ექსპერტი ირაკლი ლატარია ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარას ეხება, კერძოდ, პრემიერის თქმით, “ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
ლატარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრსაც კი ემუქრებიან, ოღონდ კანონი ამოქმედებით შესაძლებელი არ გახდეს თანხების გასაჯაროება.
“რა ხდება გადავირიე, რა ფულზეა ასეთზე საუბარი, რომ ყველაფერზე მიდიან? ყველაფერზე… პრემიერსაც კი ემუქრებიან… წარმოგიდგენიათ, რამხელა ფულის თემებია, რომ სახე დაკარგეს? წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ აქვთ დასამალი, რომ ოღონდ ეგ არ გასაჯაროვდეს და მკვლელობითაც კი გვემუქრებიან.” – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა