წარმატებული ქართველი მოდელი აშშ-ში – ზღაპრული გარეგნობა, ცნობილი ოჯახი და ამერიკული ცხოვრება: გაიცანით ნინა ნინუა – Marao

“ჩემი მშვე­ნი­ე­რი ნინა“, – წერს “ლუქ­მო­დელ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნინა ცქი­ტიშ­ვი­ლი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ა­გენ­ტოს მო­დე­ლის, ნინა ნი­ნუ­ას ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. “რა ლა­მა­ზია“, “ვინ არის?“, “სა­ო­ცა­რია“, “ქარ­თვე­ლი მილა იო­ვო­ვი­ჩია…“ – წე­რენ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის მქონე ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე.
ნინა ნი­ნუა ამ­ჟა­მად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს. მის დო­სი­ე­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ პარ­სონ­სის დი­ზა­ი­ნის სკო­ლის სტუ­დენ­ტია.
ეს მხო­ლოდ მცი­რე­დია მისი დო­სი­ე­დან, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი მო­დის რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნე­ბა­ში. ნინა გა­და­ი­ღეს ასე­ვე სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ორ­გოლ­შიც. ის დამ­წყე­ბი მო­დე­ლია. გო­გო­ნა ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­დან არის: მამა, კა­ხა­ბერ ნი­ნუაა, ხოლო დედა – რუ­სუ­დან ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი. ნი­ნას დე­ი­და “ტა­ბუ­ლას” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლია.
სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებდა და ქალიშვილზე, კატო კოპალეიშვილზე საუბრობდა:
„გიგაზე ქორწინება რომ გადავწყვიტე, სტრასბურგში ვცხოვრობდი. კატოც იქ სწავლობდა, ცხადია. რადგან საქართველოში გადმოვდიოდი (სამსახურიდან მისიით წამოვედი), კატოც თან წამოვიყვანე იქაური სკოლიდან და აქაურ სკოლაში მივიყვანე – 10 წლის იყო. კატო ძალიან კარგი ბავშვი იყო, საღი, გონიერი, მხიარული და წესიერი, მაგრამ ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში კონფლიქტები დაგვეწყო.
მდიდარი არ ვყოფილვარ, მაგრამ შესაძლებლობა ყველაფრის მქონდა, რაც კატოს შეიძლება მოსურვებოდა – კარგი ეცვა, კარგს ჭამდა, კარგს სვამდა, კარგით თამაშობდა. მაგრამ არასოდეს ბრენდები, ტელეფონი, მანქანა არ გაურჩევია, ისე იცხოვრა სტრასბურგში 7 წელი, აზრზე არ იყო, რა ბრენდის ტანსაცმელი ეცვა ან რა მანქანით დავდიოდი.
ჩამოვედით და ბავშვმა უცებ დამიწყო ლაპარაკი, ვის რა ბრენდის ტელეფონი უჭირავს, რა ბრენდის ტანსაცმელი აცვია. მეთქი, კატო, რა გოიმობას სჩადიხარ? კარგი ხარისხის ყველაფერი კარგია, მაგრამ კარგია იქამდე, სანამ შენ მოიხმარ. თუ თავად გიხმარა, გაფიქრა, გაწვალა და მნიშვნელოვანი თემებიდან დრო წაგართვა – ეგრე არ ვარგა. ეგრე გამოდის, რომ ის გხმარობს.
მოკლედ, მიყურა ამ ბავშვმა პირდაღებულმა, მეც მივხვდი, რომ სოციუმია ეგეთი და თუ გარიყვა არ უნდა, სოციუმი მისგან ამ თემებზე საუბარს მოითხოვს. ჰოდა, ავდექი და გავუძახე უკან, სტრასბურგში.
ჩემი კარგი შვილი მინდოდა კარგად დარჩენილიყო – შესაძლებლობები ჰქონოდა, მაგრამ შესაძლებლობების მონად არ ქცეულიყო.
ასეც მოხდა (მეორე შვილიც ფრანგულ სკოლაში დამყავს ატმოსფეროს გამო – მეშჩანობას არ ახალისებენ იქ).
რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი…. ძალიან ადვილი დასანახია, როგორ ასრიალებს ღარიბ ქვეყანაში ადამიანს ფუფუნებასთან შეხება. ში ეს ვერ მოხდება. საფრანგეთში ამაზე დაიცინები. მაგრამ აი საქართველოში შეგიძლია ნახო, ერთ დროს ნორმალური ადამიანი როგორ გადარია ფუფუნების ნივთებთან ან ბრენდებთან შეხებამ. ღარიბები ვართ და იმიტომ.
ამიტომ უნდა გავმდიდრდეთ, როგორც ქვეყანა, რომ მაგალითად ის ხალხი, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, ფუფუნების მონად არ იქცეს და ვერ იყიდონ…გაგრძელება