„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის ფარგლებში, პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2023 წელს 160-მდე თანამშრომელმა გაიარა გადამზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამისათვის განსაკუთრებული მადლიერება მინდა, გამოვხატო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი.
იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ისაუბრა.