წარმატებული გენერალური რეპეტიცია. დავითაშვილის საგოლე პასი – “სენტ-ეტიენმა” ბუნდესლიგის გუნდს მოუგო

ამხანაგურ მატჩში „სენტ-ეტიენმა“ გერმანიაში „ჰოლშტაინი“ 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ სასტარტოში დააყენა. ქართველი აქტიური იყო, 22-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 39-ე წუთზე კი მასპინძლები პენალტით იაპონელმა სიუტო მატინომ დააწინაურა. 64-ე წუთზე დავითაშვილმა მეტოქე ჩამოიცილა და იბრაჰიმ სისოკოს ანგარიში გაათანაბრებინა. შემდეგ ფრანგული გუნდის ახალზელანდიელმა ახალწვეულმა ბენჟამინ ოლდმა შორიდან დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. 78-ე წუთზე მწვრთნელმა დალ’ოლიომ შვიდი ფეხბურთელი და მათ შორის ზურიკო შეცვალა, ხოლო ანგარიში არ შეიცვალა.
17 აგვისტოს ლიგა 1-ის პირველ ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „მონაკოს“ დაუპირისპირდება.
ჰოლშტაინი – სენტ-ეტიენი 1:2
გოლები: 1:0 მატინო (39, პენ), 1:1 სისოკო (64), 1:2 ოლდი (67)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში