წარმატების ჟინი: გაიცანი ნიკოლოზ რეხვიაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Chevening-ის პროგრამაში

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 10 წელზე მეტია, Chevening-ის პროგრამასთან თანამშრომლობს და საკუთარ რჩეულებს დიდ ბრიტანეთში, სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მსურველებს, სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
წელს Chevening-ის პროგრამაში ს ერთ-ერთი სტიპენდიატი ნიკოლოზ რეხვიაშვილი გახდა, რომელმაც ლონდონის ბიზნეს სკოლაში ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა უკვე დაიწყო.
Chevening-ის პროგრამაში მონაწილეობამდე ნიკოლოზმა საინტერესო გზა გაიარა: ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და ACCA Global-ის წევრიც გახდა. ამის შემდეგ კი საქართველოს ეროვნულ ბანკში 6 წელი გაატარა, სადაც საინტერესო სამუშაო გამოცდილება დააგროვა.
საკუთარი გამოცდილების შესახებ კი ნიკოლოზი გვესაუბრება.
“ჟინმა უნდა სძლიოს განწყობას”
“ვგრძნობდი, რომ ყველა ძირითადი ეტაპი, რომელსაც კარიერის დაწყებისას ვგეგმავდი, უკვე გავიარე და დიდი სიახლე მჭირდებოდა. ასე დავიწყე ფიქრი ახალ შესაძლებლობებზე და რადგანაც გამოცდილი ფინანსისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კურსი London Business School-ის Masters in Finance არის, გადავწყვიტე ზუსტად აქ მეცადა ბედი”, – გვიყვება ნიკოლოზი.
სასტიპენდიო პროგრამაზე, ბიზნესისა და ფინანსების სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ამიტომ ნიკოლოზმა მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო.
“ყველაზე მეტი დრო დავუთმე სტრატეგიის შემუშავებას, იმის ჩამოყალიბებას, თუ რა იყო ჩემი რეალური ისტორია და რატომ შეიძლებოდა, გამემარჯვა. შემდეგ იყო ესეების დაწერისა და ხელახლა გადაწერის პროცესი, ენის გამოცდა, ინტერვიუები. ამ ყველაფერთან გასამკლავებლად საჭიროა გეგმა, მიზანდასახულობა და დისციპლინა, ყოველთვის ამაღლებულ განწყობაზე ვერ ვიქნებით, მაგრამ წარმატების ჟინმა უნდა სძლიოს განწყობას”, – გვიზიარებს ნიკოლოზი.
მიზანი, რომელიც ქვეყანას ცვლის
Chevening-ი იმ ადამიანებს ეძებს, რომლებსაც გრძელვადიანი სამომავლო ხედვები და საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაცია აქვთ. ნიკოლოზიც სწავლის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას საქართველოში სამეწარმეო სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის გეგმავს.
“ფინანსების და ეკონომიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება ძალიან დამეხმარება ეროვნულ ბანკში ჩემი მიმართულების გაძლიერებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვან კონტაქტებს შევიძენ მთელი მსოფლიოდან, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე გლობალური პროგრამაა ჩემს სფეროში”, – გვიზიარებს ნიკოლოზი.
რჩევები მომავალ სტიპენდიატებს
“მახსოვს, დადებითი პასუხი რომ მოვიდა, ბევრჯერ გადავიკითხე, რამე ხომ არ მეშლება-მეთქი, ერთდროულად დიდი სიხარული და შფოთვა ვიგრძენი. ყველა ეტაპს თავისი სირთულეები ახლავს, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი მაინც სწორი პოზიციონირებაა. უნდა გქონდეს საინტერესო ამბავი და ესეების დაწერისას თუ ინტერვიუების ეტაპზე, ყველა სიტყვამ ამ ამბის გარშემო უნდა იტრიალოს”, – ამბობს ნიკოლოზი.
CHEVENING-ის პროგრამა მომავალ ლიდერებს ეძებს, შეუჩერებლებსა და მიზანდასახულებს. თუ შენც გიფიქრია, რომ სხვების ცხოვრების გაუმჯობესება შეგიძლია და გინდა, უკეთესი ცოდნა და გამოცდილება დააგროვო, აუცილებლად გადადი ბმულზე და შეავსე აპლიკაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით.
მთავარია, იყო ამბიციური და არ გეშინოდეს მარცხის. გახსოვდეს, ჟინმა განათლების გზაზე გაჩერება არ იცის და ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც არ ჩერდება.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, -სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge