წარმავალი “დიფ სთეითი” მაინც ცდილობს, რომ როგორმე შეაფერხოს . Julius Baer იქნება თუ აგენტოკრატიის სხვა გოშია ინსტიტუტი, მაინც ვერანაირად გააჩერებენ საქართველოზე მზრუნველ ივანიშვილებს

წარმავალი “დიფ სთეითი” მაინც ცდილობს, რომ როგორმე შეაფერხოს . Julius Baer იქნება თუ აგენტოკრატიის სხვა გოშია ინსტიტუტი, მაინც ვერანაირად გააჩერებენ საქართველოზე მზრუნველ ივანიშვილებს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. აბაშიძის თქმით, წარმავალი “დიფ სთეითი” მაინც ცდილობს, რომ როგორმე შეაფერხოს პატრიოტი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, მცდელობები კი ამაოა, Julius Baer იქნება თუ აგენტოკრატიის სხვა გოშია ინსტიტუტი, მაინც ვერანაირად გააჩერებენ საქართველოზე მზრუნველ ივანიშვილებს.
„წარმავალი “დიფ სთეითი” მაინც ცდილობს, რომ როგორმე შეაფერხოს პატრიოტი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, მცდელობები კი ამაოა. Julius Baer იქნება თუ აგენტოკრატიის სხვა გოშია ინსტიტუტი, მაინც ვერანაირად გააჩერებენ საქართველოზე მზრუნველ ივანიშვილებს. დრო მიდის და ონლაინ რეჟიმში ვხედავთ ანტიქართველი შხამიანების ორკესტრირებულ კლოუნადურ შეტევებს.
და მერე? უნდა გააცნობიერონ, რომ ერისკაცი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა კიდევ უფრო მყარდება, ვითომ დახვეწილი საგარეო პარაზიტებისა და მათი თოჯინების რეიტინგი კი ფსკერზე ხოხავს. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს: საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება და წარდგენილი იქნება სასამართლოში,“- წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში