წარდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში, ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება

წარდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში, ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი თბილისის რვავე დელეგატი არის ის ადამიანი, რომელმაც თავისი შრომით საზოგადოებას დაუმტკიცა – საქმეზეა ორიენტირებული.
„მათ საზოგადოებაში მოიპოვეს უდიდესი ავტორიტეტი. ვხედავთ, რომ წარდგენილთა შორის არიან როგორც ღვაწლმოსილი და ცნობილი სპორტსმენები, ასევე ვხედავთ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც წლების განმავლობაში თავის პოზიციებზე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ღირსეულად გაართვეს თავი. შესაბამისად, წარმოდგენილი დელეგატების სახით თბილისს, მე-11 მოწვევის პარლამენტში ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა