წარადგინეს „ოცნების“ სიის კიდევ 8 წევრი, რომელთა შორის 3 ყოფილი სპორტსმენი და არცერთი ქალია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, თბილისის ოლქებში პარტიის დელეგატები წარადგინა. მათ შორის, ყოფილი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანიცაა.
· დიდუბე-ჩუღურეთი — გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დიდუბე-ჩუღურეთის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი;
· მთაწმინდა-კრწანისი — დავით კაჭარავა, დეპუტატი;
· ვაკე — ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი;
· საბურთალო — აკაკი ალადაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი;
· ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე, რაიონის ყოფილი გამგებელი,საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
· გლდანი — ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი;
· ისანი — ნიკა ელისაშვილი, ისნის გამგებელი;
· სამგორი — ვარლამ ლიპარტელიანი ყოფილი ძიუდოისტი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი;
კობახიძის მიერ დასახელებული სია სიმბოლურია, რამდენადაც 2024 წლის საპარლამენტო სრულად პროპორციული მოდელით იმართება და ამომრჩევლები მაჟორიტარ კანდიდატებს აღარ აირჩევენ. მიუხედავად ამისა, მმართველმა პარტიამ ე.წ. დელეგატების პრინციპი შემოიღო და აცხადებს, რომ თითოეული მათგანი პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე იქნებიან წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს