ონლაინ მედიის, “მაუწყებელის” ინფორმაციით, 21 თებერვალს, საზოგადოებრივ მაუწყებლის გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” სტუმრად იმყოფებოდა “საქნახშირის” გენერალური დირექტორი მიხაილ სოცკი.
გადაცემის ავტორმა და წამყვანმა, მაია ჭუჭულაშვილმა სოცკის არ დაუსვა არცერთი შეკითხვა, ტყიბულში არსებული პრობლემებისა და მეშახტეების მდგომარეობის შესახებ.
2024 წლის დეკემბერში, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, კომპანია “საქნახშირმა” ათეულობით მეშახტე გაათავისუფლა სამსახურიდან. მეშახტეები საუბრობენ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დევნაზე, ასევე ანგარიშსწორებაზე ღირსეული შრომითი გარემოსთვის ბრძოლის გამო. მეშახტეები ასევე საუბრობენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა სპეცტანსაცმლის ნაკლებობა, ტექნიკის გაუმართაობა, გასახდელებისა და საშხაპეების მოუწესრიგებლობა და ა.შ
ჟურნალისტ მაია ჭუჭულაშვილს არცერთი პრობლემის შესახებ არ უკითხავს კომპანიის დირექტორისთვის და მთელი ეთერი “საქნახშირის” პროპაგანდას დაუთმო, – წერს “მაუწყებელი”
