“წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?” – სლოტი გულცივიც ყოფილა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგაზე “გალათასარაისთან” მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, მეტოქეებს “მერსისაიდულ” გუნდთან მუდმივად დრო გაჰყავთ.
“წარმოუდგენლად ხშირად ვხედავთ, თუ როგორ მოდიან მოწინააღმდეგეები “ენფილდზე” მხოლოდ იმისთვის, რომ მოედანზე წამოწვნენ, მაინტერესებს, ეს რატომ ხდება?
მაგალითად, “იუვენტუსთან” მატჩის პირველ ტაიმში “გალათასარაის” ფეხბურთელები მოედანზე 14-ჯერ დაწვნენ, ანუ ამას ყოველ სამ წუთში ერთხელ აკეთებდნენ, რაც შეხვედრის ტემპს აგდებდა.
მინდა, რომ ფეხბურთი დავიცვათ, რადგან იგი არასწორი გზით ვითარდება”, – განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, “ლივერპულისა” და “გალათასარაის” მატჩში ტრავმები ვიქტორ ოსიმენმა და ნოა ლანგმა მიიღეს, ნიგერიელი შეხვედრის დასრულების შემდეგ კლუბის ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მარჯვენა წინამხრის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს, თაბაშირი დაადეს, ლანგი კი მე-80 წუთზე სარეკლამო ბანერს შეეჯახა, სისხლი წამოუვიდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მას მარჯვენა ცერა თითის სერიოზული ჭრილობა აქვს (ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითის ნაწილი დაკარგა). ნიდერლანდელს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.