„წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ….“ – მელია კალაძეს

„ახალის“ დამფუძნებელი, „ოცნების“ ახალ პიარ-კამპანიას ეხმაურება და ს მიმართავს:
“არა რუსულ კანონს” ბანერსა და წარწერას ებრძოდნენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე, შლიდნენ და ხევდნენ, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, ვერ ამარცხებენ ამ ბუნებრივ, ქართულ ამოძახილს, თან ეტყობათ ყველგან რომ უმცირესობაში არიან – და ასეთი თვალშისაცემი რომ არ იყოს მათი სიმცირე, შერჩენილი გულშემატკივრებიც რომ არ ჩამოეფანტოთ – “არა რუსულ კანონსო” დაიწერეს.
გაცვდა პროპაგანდა, ყველა მხრიდან გაცვდა – აღარც ნაცების ტოქსიკა მუშაობს, მათი მნიშვნელოვნად დასუსტების გამო, აღარც აკერმანის ბაკურიანის გეგმა, აღარც სოროსის….
სხვა დროა, სხვა ხალხია, სხვა პროცესია და სხვა პროტესტია, ხალხმა ოცნება უკვე აქცია წარსულად.
P.S. Kakha Kaladze კახა კალაძე ვინც რუსულ კანონს ვაპროტესტებთ, ყოველდღე ვიკრიბებით პარლამენტთან, წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ….

ასევე დაგაინტერესებთ