„წამლებს 300-დან 3000 პროცენტამდე ფასნამატით ყიდიან“ — ფარმაცევტული კომპანიებზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ,დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით – შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვაარასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.
როგორც კონკურენციის სააგენტო აცხადებს, მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლისმიხედვითაც 20 მედიკამენტი მაღალი (300%-3000%) ფასნამატით იყიდებოდა.
თვითღირებულებაზე 3-ჯერ ან 30-ჯერ ძვირად ფარმაცევტული კომპანიები შემდეგ მედიკამენტებს ყიდდნენ: ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი.
კონკურენციის სააგენტოს ოფიციალური, 6 თებერვლის განცხადების მიხედვით, მათ საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში, განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილი გამოითვალეს.
შედეგად, 8 იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისიბაზრის 40%-ზე მეტი) 14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:
· იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“, მედიკამენტები – ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;
· იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი – ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);
· იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები – ადაზალ ნეო (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);
· იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი – არიპრადა;
· იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“, მედიკამენტი – ზინასენი N60;
· იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“, მედიკამენტი – ლორნიკუსი ამპულა N1;
· იმპორტიორი შპს „გეა“, მედიკამენტები – ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;
· იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი – ტრეპარინი.
მოკვლევის ფარგლებში სააგენტო შეაფასებს მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობას და მაღალ ფასნამატს, როგორც არასამართლიანად მაღალ ფასს.
კონკურენციის სააგენტო დამატებით აცხადებს, რომ 2023 წელს 8 მოკვლევის საქმე დაასრულა, სადაც 3 შემთხვევაში შეთანხმებული ქმედება დადგინდა. მათ შორის, ფარმაციის ბაზარზე, 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, 1 შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 1 შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტადგამოყენება არ დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში მოკვლევა მომჩივნის განაცხადის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის, 2 მოკვლევა მიმდინარე რეჟიმშია — დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერიკონკურენციის შესაძლო ფაქტზე.

ასევე დაგაინტერესებთ