,, წამაქციეს და მირტყამდა სამი ადამიანი” – სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ

აქტივისტი კოტე აბდუშელიშვილი ამბობს, რომ თავდასხმა თბილისში, 51-ე სკოლის წინ მოხდა:
,,ახლა ამ წამს მოხდა თავდასხმა ჩემზე. 51-ე სკოლის წინ. თავდასხმა მოხდა, რა ვიცი, მცემეს, მემგონი ტვინის შერყევას გადარჩენილი ვარ. პატრული მოსული არის. დაზიანებები მაქვს, ცოტა სისხლიც. აი აქ, წამაქციეს და მირტყამდა სამი ადამიანი. მანქანის გადაღება შევძელი. მცირე დაზიანებები მაქვს. მანქანის გადაღება შევძელი, ფრანგული ნომრებით იყო, ფიტით. ახლა პოლიციაა მოსული, სურათები გადაუღეს… ნიღბებით იყვნენ, უკნიდან, ზურგიდან დამარტყეს და წაქცევის დროს სამი ადამიანი შემდგა და კიდევ კარგი აქ ხალხი იყო და სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი..”
შეგახსენებთ, რომ აბდუშელიშვილი, ნიკო გაფრინდაშვილის მაგავსად, სოფელ ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის წევრია

ასევე დაგაინტერესებთ