ონკოლოგიური პაციენტის შვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აგვიანებს ერთ-ერთი პრეპარატის დაფინანსებაზე განაცხადის განხილვას. “მთავარ არხს” ქალი უყვება, რომ მშობლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატზე განაცხადი სამინისტროს 25 დეკემბრიდან აქვს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ქალი ამბობს, რომ წამლის შეძენა დიდ თანხასთანაა დაკავშირებული.
ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსებასთან დაკავშირებით შეფერხებას უარყოფს.
“დედაჩემი არის ონკოლოგიური პაციენტი, აქვს მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე, ენდომეტრიუმის და გადის მკურნალობას კლინიკაში. იგზავნება წამლებზე განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროში, 25 დეკემბრის შემდეგ გაგზავნილია და ვრეკავთ ცხელ ხაზზე, მხოლოდ პასუხია, რომ განხილვაშია. არადა, ყოველ 28-ე დღეს უნდა გაიკეთოს ეს გადასხმა, რადგან ძვალზე აქვს დედაჩემს დაზიანება, მეტასტაზები არის ძვალზე, აუცილებელია ეს წამალი, მაგრამ გვიგვიანებენ. ვერ ვხვდებით რა არის მიზეზი, რატომ ვერ განიხილეს, ასეთი განუკითხაობა, ასეთი უპასუხისმგებლობა”, – ამბობს სალომე თოლორაია.