წალკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

წალკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ქვეითი გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.
„მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით, 02:00 საათზე, კოდა--ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი “ფორდის” მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია“,- ნათქვამია -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება

ალეკო ელისაშვილი – ჩემი სახელითა და გვარით ცდილობენ, დააზიანონ დანარჩენი პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი – არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევითი – მოუწევთ ციხის კარის გახსნა