წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის 2023 წლის ანგარიში – ფოტოები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი, 2023 წელს გაწეული ღონისძიებების ანგარიშს აქვეყნებს:
პირველი კვარტალი:
7 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საშობაო მსვლელობა ‘’ალილო” გაიმართა. მსვლელობის მონაწილეებმა სიმღერებით შემოიარეს ქალაქის ქუჩები და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა, რომლებმაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საშობაო ნობათები შეაგროვეს .
14 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, კრებულის ‘’ჩემო აფხაზეთო” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: წიგნის რედაქტორი, მეცნიერი, პოეტი და ჟურნალისტი თამარ შაიშმელაშვილი, ასევე იდეის ავტორი, პედაგოგი და ფსიქოლოგი-გულიკო ზუმბაძე.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პედაგოგები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოეზიის მოყვარულები. ღონისძიების დასასრულს, 30 ც წიგნი მუნიციპალიტეტს გადაეცა საჩუქრად. კრებული ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის,მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
22 თებერვალს, წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მერის მოადგილე, დარგის კურატორი თამარ ბელქანია სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა, საუბარი შეეხო ცენტრში არსებულ პრობლემებს, კერძოდ, ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა სახის ტექნიკურ საჭიროებებს. ქ-მა თამარმა ცენტრის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსა და ხელფასების მომატების თაობაზე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “ამერიკული სივრცე” გაიხსნება.
ამასთან დაკავშირებით 23 თებერვალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის პრეს.ატაშეს მოადგილე კრისტინ იარნი და სოც.მედიის კოორდინატორი ეთია ზავრაშვილი. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრები იმყოფებოდნენ წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში, სადაც ჩვენს ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ‘’ლაკადა” შეასრულა რამოდენიმე ხალხური სიმღერა, ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია. სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, სადაც დაათვალიერეს სამუშაო ოთახები.
27 თებერვალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გამართა, სხდომაზე ცენტრის დირექტორმა წარმოადგინა “სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის” მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში.
1 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში შედგა ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის ,,მრავალჟამიერ” – ,,ბოროტსა სძლია კეთილმან!” ჩვენება, რომელიც ცნობილი კინორეჟისორის 90 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. როგორც აღინიშნა, ე.შენგელაიას სხვადასხვა ფილმების ჩვენება მაისის ბოლომდე გაგრძელდება. იდეის ავტორი და ინიციატორი წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზატორი მარინე შანავა
3 მარტს, წალენჯიხის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, წალენჯიხის კინო-თეატრის დარბაზში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა შემოქმედებით კოლექტივებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ სახელოვნებო-საგნმანათლებლო ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის მოსწავლეები (ხელმძღვანელი სოფო-თეო კვარაცხელია), ასევე ვოკალური ანსამბლი ‘’ნოტები” (ხელმძღვანელი სოფიო აბულაძე), ქორეოგრაფიული ანსამბლი ‘’იმედი” (ხელმძღვანელი ნონა ბაღიშვილი).
მეორე კვარტალი
21 აპრილს – წალენჯიხის ნ. შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში ჩატარდა პატრიარქის აღსაყდრებიდან 45, ხოლო დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო-სააღდგომო საღამო .(ხელმძღვანელი სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზატორი მარინე შანავა).
ღონისძიება ჩატარდა მაღალყოვლადუსამღვდელოესის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს ლოცვა კურთხევით.
28 აპრილს ქ. ზუგდიდში ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის I ტური, სადაც მონაწილეობა მიიღო წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ბიჭუნათა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ლაკადამ” . / ხელმძღვანელი: მერაბ ციმინტია
მონაწილეებმა გაიმარჯვეს და II ტურში გადავიდნენ.
28 აპრილს ქ. ზუგდიდში საქართველოს სამეჯლისო და სპორტული ცეკვების პროფესიონალთა ეროვნულმა საბჭომ ჩაატარა ტურნირი ,,საქართველოს თასი”, სადაც მონაწილეობა მიიღო წალენჯიხის სახელოვნებო-საგანამნათლებლო ცენტრთან არსებულმა სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,იმედი”. /ხელმძღვანელი: თემურ ჟვანია/. მონაწილეებმა I და II ხარისხის დიპლომები მოიპოვეს.
4 მაისს – საგანმანათლებლო განყოფილების ლიტერატურის წრის მოსწავლეები ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში დასწრნენ სპექტაკლ ,,მარიტა”-ს.
11 მაისს -სახელოვნებო განყოფილებასთან არსებულმა ანსამბლმა ,,თუთამ“ (ხელმძღვანელი: დავით გირგვლიანი) მონაწილეობა მიიღო ზუგდიდის ქორეოგრაფიულ ანსამბ ,,იმედის“ საიუბილეო საღამოზე.
26 მაისს – წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო- თეატრის დარბაზში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეებმა ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიციით
,, ჩემი ქართველები” ( ხელმღვანელი: თეო (სოფო) კვარაცხელია) , კომპოზიციას მუსიკალურად აფორმებდნენ : ანი ხარჩილავა და ირაკლი კვარაცხელია ( ხელმძღვანელი: თამარ მიქავა), მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ანსამბლი ,,მამული” (ხელმძღვანელი: ბექა ზარქუა), სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,ოდაბადე” (ხელმძღვანელი: ნიკა მალაზონია).
27- მაისს საგანმანათლებლო განყოფილების ,,ქართული ენისა და ლიტერატურის წრის ” მოსწავლეები იმყოფებოდნენ სოფელ ჭყვიშში (ვანის მუნიციპალიტეტი), გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის სახლ- მუზეუმში, ასევე დაათვალიერეს ნოდარ დუმბაძის სახლ- მუზეუმი ( გურია, ხიდისთავი), ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმი ( მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ: დიდი ჯიხაიში) / ხელმძღვანელი: თეო (სოფო) კვარაცხელია/.
გასვლითი ექსკურსია სასწავლო – განმავითარებელ ხასიათს ატარებდა, რომლის მიზანი იყო მიღებული ცოდნის გაღრმავება , სოციალური უნარების განვითარება.
· ივნისს გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელებმა: ლექსებს კითხულობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები, ხელმძღვანელი თეო (სოფო)კვარაცხელია, მუსიკალური ნომრები შეასრულეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ანსამბლმა,, ნოტებმა” ხელმძღვანელი: სოფიო აბულაძე. ასევე მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო განყოფილებასთან არსებულმა ანსამბლ ,, ათინათის” სოლისტმა თაკო სალიამ /ხელმძღვანელი : თამარ მიქავა/, სახელოვნებო განყოფილების მოსწავლე ლუკა მიქავამ / პედაგოგი: ნათია მიქავა/.
· ივნისს ,, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს” მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ეზოშო ჩატარდა ხატვის წრის შემაჯამებელი გამოფენა / ხელმძღვანელი : მარინე კვარაცხელია / . შესრულებულმა ნახატებმა, საოცარმა ფერებმა, დამთვალიერებლების მოწონება დაიმსახურეს!
6 ივნისს – სახელოვნებო განყოფილების საკონცერტო დარბაზში გაიმართა პედაგოგ: ნანა სურგულაძის საფორტეპიანო კლასის კონცერტი.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს : ვოკალური კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგები: თამარ მიქავა, ნათია მიქავა. კონცერტმეისტერი: სოფიო აბულაძე.
ღონისძიების ორგანიზატორი: ლალი ვაშაკიძე).
კონცერტის ბოლოს პედაგოგ ნანა სურგულაძეს ცენტრის სახელით გადაეცა ფორტეპიანოს წლის საუკეთესო პედაგოგის დიპლომი. ეტიუდების კონკურსში გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები და სიგელები.
15 ივნისს – სახელოვნებო განყოფილების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუში, სადაც ესწრებოდნენ ს სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამართულ ,,რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდის 15 წლის საიუბილეო საღამოს”.
17 ივნისს ვეფხისტყაოსნის კითხვის დღესთან დაკავშირებით მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა ტრადიციული ღონისძიება ‘’ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს”, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტარატურის წრის მოსწავლეები, ხელმძღვანელი : თეო კვარაცხელია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი თემატური ნახატის ავტორი გახლდათ ხატვის წრის მოსწავლე ნია ზარანდია (ხელმძღვანელი: მარინა კვარაცხელია) , ქორეოგრაფიული ნომერი დადგეს ანსამბ ,,მამულის ” მოსწავლეებმა.
19 ივნისს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ეზოში ჩატარდა კაფე – საღამო ,, გაკვეთილს ერთი ფრაგმენტი ღია ცის ქვეშ “, სადაც ლიტერატურული წრის მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,ვეფხისტყაოსნის“ სტროფები , ასევე ამონარიდები სხვადასხვა კლასიკოსების შემოქმედებიდან, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ანა კალანდაძის, მორის ფოცხიშვილის პოეზია. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი,, ნოტები” (ხელმძღვანელო სოფიო აბულაძე)
ღონისძიების ავტორი და სცენარისტი გახლდათ ცენტრის ორგანიზატორი: მარინა შანავა!
20-ივნისს სახელოვნებო განყოფილების საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ამავე განყოფილების ღონისძიება, რომელიც სამ ნაწილისგან შედგებოდა: 1)კლასიკური , ვოკალური და საგუნდო კლასების საანგარიშო კონცერტი;
2) კონკურში ,,ვერ ვხედავთ, მაგრამ გვესმის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება .
3) დამამთავრებელი კლასის გამოსაშვები საღამო.
ღონისძიების ორგანიზატორი: დალი ვაშაკიძე
20 ივნისს ქ. ქობულეთში ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი ,,ჰარირა“ სადაც მონაწილეობდა სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ოჭანეს ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოდაბადე“ ( ხელმძღვანელი: ნიკა მალაზონია) , ანსამბლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ქორეოგრაფი ნიკა მალაზონია დაჯილდოვდა დიპლომით და მიენიჭა ლაურიატის წოდება, ასევე ანსამბლს ,,ოდაბადე” გადაეცა დიპლომი და სპეციალური ჯილდო.
სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი ულოცავს ,,ოდაბადეს“ და მის ქორეოგრაფს მიღწეულ წარმატებას!
25 ივნისს ქალაქ ქობულეთში ჩატარდა რიგით მე-15 ქართული ფოლკლორის ფესტივალი ,,ჰარირა“ სადაც მოწვეულები იყვნენ: ქორეოგრაფიული ანსამბლი,, მამული“ (ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თორია , ქორეოგრაფი ანი ჩიქოვანი , )და ვოკალური ანსამბლი,,ათინათი“ ( ხელმძღვანელი: თამარ მიქავა) .
ა(ა)იპ საქართველოს ქორეოგრაფიულმა აკადემიამ
წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,საქართველოს ხელოვნების ამაგდარის“ ორდენით დაჯილდოვა
ორივე ხელმძღვანელი: ქორეოგრაფი- ნიკოლოზ თორია და ვოკალისტი თამარ მიქავა.
26-ივნისს სახელოვნებო განყოფილებამ ჩაატარა ტრადიციული საღამო-კონკურსი ,,ძველი ქართული კინო-მუსიკა“ , რომელშიც მონაწილეობდნენ ამავე განყოფილების მოსწავლეები და მასწავლებლები. კონკურსში კი მონაწილეობას ღებულობდნენ მოწვეული სტუმრები,შერჩეულ იქნა სპეციალური ჟიურის რომელმაც გამოვლინა გამარჯვებული მაგიდა, მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. ღონისძიების სცენარისტი და ორგანიზატორი გახლდათ ლალი ვაშაკიძე.
საღამო-კონკურსი მიზნი იყო მოზარდებში ძველი ქართული კინო-მუსიკის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი და მუსიკალური უნარების გამოვლენა. ღონისძიების ორგანიზატორი და სცენარის ავტორი: დალი ვაშაკიძე
28 ივნისს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეტრალურ დარბაზში ჩატარდა სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლ ,,ნოტების” საანაგრიშო კონცერტი /ხელმძღვანელი: სოფიო აბულაძე/.
აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქართული და უცხოური სიმღერებით. საღამო გამოირჩეოდა დახვეწილი, გემოვნებიანი შესრულებითა და დიზაინით, რამაც მაყურებლების განსაკუთრებული ოვაცია დაიმსახურა.
29-ივლისს საგანმანათლებლო განყოფილების ლიტერატურული წრის მოსწავლეებმა დაათვალიერეს გალაკტიონისა და ტიციან ტაბიძის სახლ- მუზეუმები (სოფელ ჭყვიში , ვანის მუნიციპალიტეტი), ასევე დაათვალიერეს ნოდარ დუმბაძის სახლ- მუზეუმი ( გურია, ხიდისთავი), ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმი ( მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ: დიდი ჯიხაიში) გასვლითი ღონისძიების იდეის ავტორი გახლავთ ცენტრის ორგანიზატორი და წრის ხელმძღვანელი: მარინა შანავა.
ექსკურსიით, სასწავლო – განმავითარებელ ხასიათს ატარებდა, მიზანი – სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის გაღრმავება , სოციალური უნარების განვითარება.
31 ივლისს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა- კურთხევით , ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში ჩამობრძანდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი
,,ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო”.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებითა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით.
მხარდამჭერი : წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი .
პირვეელ აგვისტოს , 19-საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართა სამეცნიერო- შემეცნებითი შეხვედრა. მომხსენებლებლი გახლდათ: ისტორიკოსი, მეცნიერი და აკადემიკოსი: ბ/ნ ვალერი ვაშაკიძე.
ენათმეცნიერი, პროფესორი : ბ/ნ ლევან ღვინჯილია, ენათმეცნიერი, აკადემიკოსი : ბ/ნ ავთანდილ არაბული.
თემა: ქართული ,, იბერიის სამეფოს წარმოქნა ფარნავაზი და ქუჯი სახელმწიფო ენის და ცნობიერების ჩამოყალიბები“
სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თანადგომისთვის განყოფილების გამგეს: მანანა შანავას და ცენტრის ორგანიზატორს: მარინა შანავას.
20 სექტემბერს სახელოვნებო განყოფილებამ ჩაატრა მისაღები გამოცდები. 2023-2024 სასწავლო წელს 32 ახალი მოსწავლე მიიღებს მუსიკალურ განათლებას.
27 სექტემბერს ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში ჩატარდა საღამო ,,კუთხე არა , სიყვარული გქვია” რომელიც მიეძღვნა სოხუმის დაცემის დღეს (ღონისძიების ორგანიზატორი და სცენარის ავტორი: სოფო-თეო კვარაცხელია).
ღონისძიებაზე მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო განყოფილების ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეებს, საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ სახელოვნებო განყოფილების მოსწავლეები და პედაგოგები, ანსამბლ ,,ბედინერა“.
მე-4 კვარტალი
12 ოქტომბერს ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სახელწოდებით ,,წალენჯიხა-ტერენტობა,“ სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი ცენტრის აღსაზრდელები და პედაგოგები: ანსამბლი ,,ოდაბადე“, ანსამბლი ,,მერაკი“ ანსამბლი ,,იმედი“, სახელოვნებო ცენტრის პედაგოგები ანსამბლი ,,ჰარმონია“, ხატვის წრის მოსწავლეები, კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,მაფშალია’ , ჭალეს კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი ,,მტრედები“. ჯგალის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა კვარაცხელია,
ღონისძიების წამყვანი გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლე ნიკოლოზ მებონია.
16 ოქტომბერს მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი ,,ის აქ არის” , რომელშიც მონაწილეობდნენ ლიტერატურული წრის მოსწავლეები.
ღონისძიების ორგანიზატორი და სცენარის ავტორი გახლდათ მარინე შანავა.
სპექტაკლს მუსიკალურად აფორმებდნენ : ნინო თოლორდავა, ლიზი ზარქუა, პედაგოგი- სოფიო აბულაძე.
21 ოქტომბერს ქ. წყალტუბოში, კულტურის სახლში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი ,,მაფშალია-2023“, სადაც მოწვეულ იქნა საგანმანათლებლო განყოფილებასთან არსებული ანსამბლი ,,მამული“, ხელმძღვანელი ბექა ზარქუა, ჟიურის გადაწყვეტილებით ფესტივალზე ანსამბლმა მოიპოვა გრან-პრის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს მედლით.
ღონისძიების დასარულს, ანსამბლის წევრებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანი სახლ- მუზეუმი.
22 ოქტომბერს ქ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მე-7 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,ლაკადამ“ , რომელმაც მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი აიღო / ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია/ და მურთაზ ციმინტიას სახელობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც პირველი ადგილით და ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ /ხელმძღვანელი დავით გირგვლიანი/. სახელოვნებო ცენტრის კურსდამთავრებულს გიორგი ციმინტიას საუკეთესო ინსტრუმენტალისტის წოდება მიენიჭა. ვულოცავთ მოსწავლებს და მათ ხელმძღვანელებს მორიგ წარმატებებს.
29 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ხელოვნების ფესტივალი ,,სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში,“ სადაც მონაწილეობა მიიღო სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,, მამულმა“ სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი ანი ჩიქოვანი. ანსამბლი ,,მამული“ ორი ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე, ორგანიზატორების გადაწყვეტილები სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ თორია დაჯილდოვდა ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის საპატიო წოდებით და მედლით .
5 ნოემბერს ქალაქ ფოთში გაიმართა დასავლეთ საქართველოს ტურნირი ,,კოლხეთის თასი“ სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სტუდია ,,იმედი“ ხელმძღვანელი თემურ ჟვანია , მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით.
სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი ულოცავს ,,იმედის“ აღსაზრდელებს და მის ხელმძღვანელს თემურ ჟვანიას მიღწეულ წარმატებას
სამდღიანი ლიტერატურული მარათონი ,,თუთა”-2023 გრანელის სახლ- მუზეუმში, ფინჯან ჩაიზე.
დღე პირველი!
20 ნოემბერს მარათონის ფარგლებში ვესტუმრეთ ტერენტი გრანელის სახლ- მუზეუმს ,სადაც ლიტერატურული წრის მოსწავლეებმა საღამო გახსნეს თეატრალური კომპოზიციით ,,ის აქ არის” ხელმძღვანელი : მარინა შანავა, მოსწავლეები -ნინო კვარაცხელია, თამარ ჭანია.
მოწვეულმა სტუმრებმა წაიკითხეს , როგორც საკუთარი , ასევე გრანელის ლექსები.
როგორც მოგეხსენებათ სახელოვნებო- საგანმანათლებლო ცენტრი მასპინძლობს პოეტებსა და მწერლებს: ქ/ნ -ებს ირმა მალაციძე, ოლიკო ცისკარიშვილი, ნათია როსტიაშვილი, ნინო მოდრეკილაძე; ბ/ნ -ებს გივი ჩიღვინაძე, რობერტ მესხი, აკაკი გაბრიჭიძე, დავით ხარატიშვილი .
საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ ლიზი ზარქუა, მარიამ ბაღაშვილიო , ხელმძღვანელი: სოფიო აბულაძე
ღონისძიების ორგანიზატორი და იდეის ავტორი -მარინა შანავა.
ლიტერატურულ მუსიკალური მარათონი,,თუთა“-2023
დღე მეორე:
21- ნოემბერს შეხვედრები შემოქმედ ადამიანებთან, ამჯერად მოსწავლეთა სახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა პოეტ, მწერალ და ლიტერატურათმცოდნე მურად მთვარელიძის პოეზიის საღამო. პოეტმა სკოლის პედაგოგებს , ბიბლიოთეკებსა და მუზეუმის ხელმძღვანელებს საჩუქრად წიგნები გადასცა!
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,მამულმა” ხელმძღვანელი ბექა ზარქუა.
სახელოვნებო საგანმანათლებლო ცენტრი მადლობას უხდის მოწვეულ სტუმარს ბ/ნ მურად მთვარელიძეს ლამაზი და საინტერესო საღამოსთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები , მოსწავლეები , სხვადასხვა საჯარო სამსახურისა და ა (ა)იპი კულტურის ცენტრის თანამშრომლები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრები ტერენტი გრანელის სახლ- მუზეუმს ესტუმრნენ, მოილოცეს მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი .
22- ნოემბერს მარათონის ფარგლებში ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება.
სახელოვნებო საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულ მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლს სტუმრობდა სიმებიანი კვარტეტი ,,იბერი“ შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ხაინდრავა ( I ვიოლინო), თამარ ბულია ( II ვიოლინო), ირაკლი ჯაფარიძე ( ალტი) და გიორგი ჯორჯაძე ( ჩელო).
კვარტეტმა შეასრულა, როგორც კლასიკური ასევე, თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები: მოცარტის, შტრაუსის, ცინცაძის, აზარაშვილის.
სიმებიანი კვარტეტის პროექტი „ ლიტერატურულ- მუსიკალური მარათონის ,,თუთა”2023-ის ფარგლებში სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
დასკვნით ღონისძიებაზე მარათონის ფარგლებში მონაწილე პოეტებმა და მწერლებმა დამსწრე აუდიტორიას მხატვრული ნაწარმოებები- მოთხრობენი, ლექსები და საბავშვო ზღაპარი წაუკითხეს. თითოეულ ამ ნაწარმოებებს აერთიანებდათ ფრაზა ,,ის აქ არის…” როგორც ეს ჩაფიქრებული იყო ორგანიზატორის მარინე შანავას მიერ. ფართო საზოგადოება მას კრებულის სახით იხილავს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ სტუმრებს საჩუქრად ტერენტი გრანელის წიგნი გადასცა.
20 დეკემბერს ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში ჩატარდა მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის საანგარიშო კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მამული“- ხელმძღვანელი: ნიკოლოზ თორია, ქორეოგრაფი ანი ჩიქოვანი. ფოლკლორული ანსამბლი ,,მამული“ – ხელმძღვანელი ბექა ზარქუა; ლიტერატურული წრის მოსწავლეები: ნინო კვარაცხელია, თამარ ჭანია, ნინია მესხი , მარიამ კალანდია -ხელმძღვანელი მარინა შანავა;
ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეები: ნიკოლოზ მებონია, ლუკა მიქავა ,დიმიტრი ძაძამია ხელმძღვანელი სოფო-თეო კვარაცხელია.
ანი თოლორდავა და ბავშთა ვოკალური ანამბლი ,,ნოტები“ ხელმძღვანელი სოფიო აბულაძე.
ღონისძიების სცენარის ავტორი გახლავთ ჩვენი ცენტრის ორგანიოზატორი მარინა შანავა.
27 დეკემბერს მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა ხატვის წრის პირველი სემესტრის საანგარიშო გამოფენა / ხელმძღვანელი : მარინე კვარაცხელია / . გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სიგელებით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა ხატვის წრის ხელმძღვანელს მარინე კვარაცხელიას მადლობის სიგელი გადასცა სასწავლო წლის მანძილზე ნაყოფიერი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.
29 დეკემბერს სახელოვნებო განყოფილების საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ამავე განყოფილების საახალწლო-საანგარიშო კონცერტი. სცენარის ავტორი გახლდათ დალი ვაშაკიძე.
ღონისძიების დასასრულს ცენტრის დირექტორმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მოსწავლეებს , პედაგოგებს, მშობლებს , დამსწრე საზოგადოებას. სახელოვნებო განყოფილების ყველა პედაგოგი დაჯილდოებულ იქნა მადლობის სიგელით.
31დეკემბერს სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა საახალწლო ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღეს ამავე ცენტრთან არსებულმა ანასამბლებმა: ,,ათინათი“ , ,,ნოტები“, ,, ,,მამა-პაპური“, სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდიამ ,,იმედი“, ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მოსწავლეებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”