წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ბანერს საღებავი შეასხეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში ში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, ლევან ფიფიას ბანერს წითელი საღებავი შეასხეს.
თუ ვინ და რა მიზეზით დააზიანა ბანერი, ამ დრომდე უცნობია. წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას თქმით, ყველა მსგავსი ქმედების უკან „ქართული ოცნება“ და მმართველი გუნდის მიერ „წახალისებული მარგინალური ჯგუფები დგანან“.
ცნობისთვის, ქართველი ჯარისკაცი, ლევან ფიფია უკრაინაში ს ომის დაწყების დღიდან იბრძვის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ხვალ აქცია დააანონსა.

ასევე დაგაინტერესებთ