წალენჯიხის მერის მოადილე, თამარ ბელქანია:
წალენჯიხის მაცხოვრის ტაძარს მეხმა გუმბათის საყრდენი ყელი (პერანგი) დაუზიანა. ვიზუალურადაც ჩანს, რომ გუმბათის ყელი მარცხნივ არის გადახრილი. ქარბორბალამ წალენჯიხას, ორ ივლისს გადაუარა. სახურავი სახლებს გადახადა და მოსავლის გარეშე დატოვა მოსახლეობა. რა უნდა მოხდეს, მეტი რომ ხალხმა ან ბუნების ძალა ირწმუნოს ან სოფლად მცხოვრები ადამიანები ცენტრმა შეიმჩნიოს! #გახსოვდეთსოფელი და #წუთიასოფელი #ჩემისამეგრელოაქარის ვდგევარ ტაძრის წინ მდუმარე! და ვუსმენ ადამიანებს ისევ გონიათ, რომ მხოლოდ ადამიანები ლაპარაკობენ. …
მეხმა არა მხოლოდ გუმბათის ყელი, არამედ ტაძარში ფრესკებიც დააზიანა და ჩამოშლილია კედლიდან ნატეხებად. დაუყონებლივ შევთავაზეთ ეკლესიას ტექნიკური დახმარება, რადგან გუმბათის ყელზე დაზიანების ადგილას შორიდანაც ჩანს, რომ ხვრელში ქარბორბალამ მიწიდან ორი ქვა გაჩხირა, რომელიც ნებისმიერ დროს შესაძ₾ოა ჩამოვარდეს. აგვიხსნეს, რომ მათაც შეატყობინეს მომხადრის შესახებ ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სადაც შეახსენეს, რომ ტაძარი იუნესკოს დაცვის ქვეშაა, ხელის ხლება არ შეიძ₾ება და ამ სამ-ოთხ დღეში ტაძარს ექსპერტები დაათვალიერებენ და შეაფასებენ.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უეცრად მოვარდნილმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა პრობლემები შეუქმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს.
