წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს – დიმიტრი სამხარაძე

წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს – დიმიტრი სამხარაძე
“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, წალენჯიხის მერიის შენობიდან დროშების ჩამოხსნის ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს და საქართველოს. რაც შეეხება ნახევრად ჩამოჭრილ საქართველოს სახელმწიფო დროშაზე ევროკავშირის დროშის მიკერებას, სამხარაძის განცხადებით, ეს დროშა არ არის. მისივე თქმით, თუ უკრაინის მუნიციპალიტეტების შენობებზე საქართველოს დროშებს აღმართავენ, შემდეგ ჩვენც განვიხილავთ მათი დროშის აღმართვას.
“წალენჯიხა დაუბრუნდა წალენჯიხელებს, საქართველოს! ნახევრად ჩამოჭრილ ჩვენს სახელმწიფო დროშაზე მიკერილი ევროკავშირის დროშა, დროშა არ არის! ეს იყო ნაცური დროშა! პირიქით რომ ყოფილიყო, კიდევ ჯანდაბას! რაც შეეხება უკრაინის დროშას, მას შემდეგ რაც უკრაინის ყველა მუნიციპალიტეტის შენობაზე საქართველოს ეროვნულ დროშას აღმართავენ, მერე შეიძლება ჩვენც განვიხილოთ მაგათი დროშის დაკიდება! ჩვენი დროშის დამახინჯება არავის გამოუვა!”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე