წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ წალენჯიხის რამდენიმე უბანში საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიტბორა და შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ასევე, სტიქიამ ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებს.
„მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები”, – აღნიშნულია ინფორმაციაშ