წალენჯიხაში სატვირთო ავტომობილი კედელს დაეჯახა, დაიღუპა მძღოლი

წალენჯიხაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით,სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონთან აღმართულ კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სატვირთო მანქანის მძღოლი.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.