წალენჯიხაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით,სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონთან აღმართულ კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სატვირთო მანქანის მძღოლი.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.