ფესტივალის მესამე დღეს,15 ივნისს, ტერენტი გრანელის სახელობის სახლმუზეუმში მოეწყო შეხვედრა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შემოუერთდა წალენჯიხელი პოეტი ქალბატონი მზია კვარაცხელია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო–საგანმანათლებლო ცენტრის ცნობით, ლიტერატურულ ფესტივალ ,,თუთა” -2025 -ის ორგანიზატორები გახლდათ მარინა შანავა და მანანა შანავა. ფესტივალი სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
