დავით ფუთურიძის სახლში ჩხრეკა დასრულებულია – როგორც აქტივისტი “პირველებთან” ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან ფეიერვერკი და ტანისამოსი ამოიღეს, რომელიც მას 28 იანვარს ეცვა.
ჩხრეკას ესწრებოდა ფუთურიძის დედა ლიკა ჯიშკარიანი, რომელიც იურისტია.
მკითხეს, 28-ში სად იყავი , რატომ იყავი ნიკოლოზ ლაცაბიძესთანო და კიდევ ერთი პირი დამისახელა, რომლსი სახელსაც ვერ გეტყვით, მესამის გვარი მე თვითონაც არ ვიცოდი, თვითონ მითხრეს, მერე მაჩვენეს მეტროს ფასადი, სადაც პულივიზატორით ვწერთ წარწერებს, შემდეგ მითხრეს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა შემესრულებინა, წამიყვანეს იქ, სადაც დავწერეთ, ვუთხარით ყველაფერი, შემდეგ წამოვედით ჩემთან სახლში, უბრალოდ სახლთან რომ მოვედი, მერე გავიგე რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო ჩემთან. ამოიღეს ტანსაცმელი, რომელიც იმ დღეს მეცვა და ფეიერკვერკები. თავიდან მითხრეს, ეგ არაფერია, მთავარია არ ისროლოო და შემდეგ 10 წუთში უკვე მოდი ბარემ ეგეც წავიღოთო და წაიღეს. წაიღეს ორი შარვალი, ერთი მე მეცვა, მეორე ნიკოლოზს, ხელთათმანი, ქურთუკი, მოსაცმელი და ბალაქლავა”, – ამბობს დავით ფუთურიძე.
გომალურის უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.
კიდევ ერთი ქატივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში კი ჩხრეკა გრძელდება. როგორც აქტივისტის მამა “პირველებთან” ამბობს, სამართალდამცველებმა მას განუცხადეს, რომ “კონკრეტულ ნივთს ეძებენ, თუმცა რას, ეს არ დაუკონკრეტებიათ.