წავკისში 10 ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ წავკისში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყო.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 10 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგება.
„წავკისში გვქონდა სერიოზული პრობლემები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ათ ქუჩას ჩაუტარდება რეაბილიტაცია – დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. სამუშაოები დაგეგმილია ტაბიძის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თაყაიშვილის, მანჯგალაძის, 9 აპრილის, ამაღლების II შესახვევში, ასათიანის ქუჩებსა და ასათიანის I და II შესახვევში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს