“წავიდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, მთაზე შეყვარებული ნიკო ძია” – გარდაიცვალა უხუცესი მოლაშქრე ნიკოლოზ თორელი ჯავახიშვილი

“წავიდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, მთაზე შეყვარებული ნიკო ძია” – გარდაიცვალა უხუცესი მოლაშქრე ნიკოლოზ თორელი ჯავახიშვილი
· 84
უხუ­ცე­სი მო­ლაშ­ქრე ნი­კო­ლოზ თო­რე­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. ნი­კო­ლოზ თო­რე­ლი ბოლო წუ­თამ­დე აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებ­და ლაშ­ქრო­ბებ­ში სი­ა­რულს. ასე­ვე აკე­თებ­და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რებ­სა და ბა­ნა­კებს…
ყვე­ლა, ვი­საც ლაშ­რო­ბე­ბი და მთებ­ში ხე­ტი­ა­ლი უყ­ვარ­და, მას იც­ნობ­დნენ, რო­გორც “ნიკო ძიას”.
“მე­გო­ნა, რომ უშ­რე­ტი ენერ­გია გა­აჩ­ნდა, არას­დროს იღ­ლე­ბო­და, უდი­დეს და ურ­თუ­ლეს ბი­ლი­კებს უმ­სუ­ბუ­ქე­სად გა­და­ივ­ლი­და. ჩემ­თვის მო­ტი­ვა­ტო­რი იყო და მე­გო­ნა არას­დროს დად­გე­ბო­და ეს დღე. მად­ლო­ბა ნიკო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი – ძია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უმ­შვე­ნი­ე­რეს ად­გი­ლებს მა­ზი­ა­რეთ, ულა­მა­ზე­სი კად­რე­ბი მო­გ­ქონ­დათ და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნესს გა­მოც­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებ­დით.”

“კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მა­გა­რი, ლაღი, ენერ­გი­უ­ლი, მუხ­ლმა­გა­რი და გუ­ლან­თე­ბუ­ლი კაცი გა­მო­აკ­ლდა ამ წუ­თი­სო­ფელს, ჩვენს რი­გებს!..”
“წა­ვი­და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და მთა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ნიკო ძია. მი­ხა­რია, რომ გიც­ნობ­დით და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ასე მალე დაგვტო­ვეთ ჩვენ მოგ­ზა­უ­რებს ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბით და გა­გიხ­სე­ნეთ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შევ­ხვდე­ბით იმი­ერ­ში”.
“არ მე­გუ­ლე­ბა მთის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც თუნ­დაც ერთხელ მა­ინც არ ყო­ფი­ლი­ყო მთის სტუ­მა­რი ნიკო ძი­ას­თან ერ­თად…”
“ნიკო ძია”, ასე იც­ნობ­და თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა თუ არა, ის ხალ­ხი მა­ინც, ვი­საც ბო­დი­ა­ლი და სიმწვა­ნე გვიყ­ვარს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ერ­თად არ­სად ვყო­ფილ­ვართ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მის­გან. ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია, მი­ვა­წე­როთ უმე­ტე­სი სა­ლაშ­ქრო ბი­ლი­კის მარ­კი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ლაშ­ქრო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა, ბევ­რიც იტყვის, ჯა­ჯღა­ნა იყოო, სულ ჩხუ­ბობ­დაო, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ყო­ველ­თვის დამ­წყებ მო­ლაშ­ქრე­ებს, იმი­ტომ აძ­ლევ­და შე­ნიშ­ვნას, რომ ეს­წავ­ლათ, რო­გორ ელაშ­ქრათ სწო­რად. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა კენ­ჭი უყ­ვარ­და. ნიკო ძია, ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტე გული მეც და სხვებ­საც, არ იმ­ყო­ფი­ნე სა­ქარ­თვე­ლო და მა­რა­დი­სო­ბის გზის და­მარ­კვას იწყებ, შეხ­ვედ­რამ­დე” – წე­რენ სოცქსელ­ში და უხუ­ცეს მო­ლაშ­ქრეს ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან.