“წავიდა და ასე მგონია ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი მას გაჰყვა…” –

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, , ვიოლონჩელისტ ზურა შამუგიას გარდაცვალებაზე წერს, სოციალურ ქსელში:
ზურა, რატომ! რატომ?!

წავიდა და ასე მგონია ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი მას გაჰყვა…

დატოვა სიცარიელე და ტკივილი…

ძალიან ძალიან მიყვარდა ზურა შამუგია და მიმაჩნდა, რომ ვისაც კი ვიცნობდი ღმერთმა ყველაზე მეტად სწორედ ის დააჯილდოვა მუსიკის არანორმალური ნიჭით…

ცხოვრების ყველაზე დიდი დრო გერმანიაში გაატარა, ამიტომ ჩემი კოლეგების ახალმა თაობამ შეიძლება ნაკლებად გაიაზროს თუ რა დიდებული ვიოლონჩელისტი და რა საინტერესო ადამიანი დაკარგა საქართველომ!..

ვახ… არ მინდა დავიჯერო, რომ ვეღარ ვნახავ…
ძალიან არ მინდა ამის გააზრება…

ვუსამძიმრებ ჩემ მეგობრებს ნიკა და ნინო შამუგიებს, მათ ოჯახს და ზურიკოს სამეგობროს, რომლის შემადგენლობაში ვარ ჩემი ცხოვრების ბოლო 25 წელი…

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა