გუშინ, 7 სექტემბერს, ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა სენსაციურად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. ცხადია, წაგებამ ფრანგი გულშემატკივრები განარისხა, გთავაზობთ მათ მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებს.
“საკალათბურთო გაკვეთილი მივიღეთ”.
“ეს როგორაა შესაძლებელი?”.
“სამარცხვინოდ ვითამაშეთ”.
“წავაგეთ ნაკრებთან, რომლებმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყეს”.
“პროფესიონალურ კალათბურთში არ შეიძლება პერიმეტრიდან 36-ჯერ ნასროლი სამქულიანიდან მხოლოდ 6-ს აგდებდე. საქართველო ბრწყინვალე იყო, მათ ვულოცავ”.
“ბითაძეს ამ ევრობასკეტზე ყველაზე ცუდი მატჩი ჰქონდა, მაგრამ მაინც წავაგეთ, დაუჯერებელია”.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთს დაუპირისპირდება, მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
· ბეხლეწი არხეინა 12 თვის წინ დაიწყეს კალათბურთის თამაშიო? გააგებინეთ იმ ბაყაყიჭამიას, რომ თბილისის დინამოს კალათბურთელებს 1962 წელს ებროპის ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული, 1972 წელს ორი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავდა … ამ დროს კი ფრანგები კალათბურთს და კრიკეტს ვერ არჩევდნენ ერთმანეთისაგან
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა – თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!
