“წადი, ქალო, გადი გარეთ!” – ცემა სასამართლოში – დაზარალებული სასწრაფომ გადაიყვანა

ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში – სინდისის პატიმრის გიორგი მინდაძის პროცესის დაწყებამდე, მანდატურის სამსახური მოქალაქეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
აქტივისტებისა და მინდაძის ოჯახის წევრების უკმაყოფილება, პროცესის მე-15 დარბაზში ჩატარებამ გამოიწვია, ეს დარბაზი იმდენად მცირე ზომისაა, რომ მსურველთა უმრავლესობა შესვლას ვერ ახერხებს.
მანდატურებმა მოქალაქეები, ვინც პროტესტი გამოთქვა, შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი დაპირისპირების დროს აქტივისტი ლადო ჯახუა დაშავდა. ადგილზე მყოფი სხვა სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, ახალგაზრდა ბიჭს მანდატურები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჯახუა მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაჰყავთ – არსებული ინფორმაციით, აქტივისტს ცხვირი აქვს გატეხილი.
ცნობილია, რომ გიორგი მინდაძე დასკვნით პროცესზე სიტყვით ისარგებლებს – არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლემ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 21 წლის გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ სტუდენტმა 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას